27/04/2023
23:53
სპორტი
იტალიური სპორტული გამოცემა Calciomercato საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეზე წერს და აღნიშნავს, რომ მისით ერთ-ერთი იტალიური კლუბია დაინტერესებული.
„კვარაცხელია და მისი ძმები. არსებობს საქართველო, რომლის საფეხბურთო მოძრაობა საგრძნობლად იზრდება და რომლის პოლარული ვარსკვლავი ცალსახად „ნაპოლის" ვარსკვლავია. საფრანგეთში კი არის „მეცის" 22 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ლიგა 2-ში ჩატარებულ 31 თამაშში 19 გოლის გატანა მოახერხა და გუნდს ლიგა 1-ში აღზევებისკენ მიუძღვება. ახლა არის საბოლოო აფეთქების სეზონი, რომელმაც მის მიმართ ზოგიერთი უცხოური კლუბის, მათ შორის იტალიურის ინტერესი გამოიწვია. კიდევ ერთი კვარა სერია A-ში? რატომაც არა“, - წერს გამოცემა 22 წლის ქართველის შესახებ.
წყარო: worldsport
0
0