12/12/2022
14:06
მედიცინა
ბრიტანელი თინეიჯერი გოგონა ლეიკემიისგან განიკურნა ახალი ტიპის თერაპიით, რომელსაც პირობითად “საფუძვლის რედაქტირება” ჰქვია.
13 წლის ალისას ყველა სხვა მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამიტომ, ლონდონის მსოფლიოში ცნობილი Great Ormond Street-ის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმებმა, ფაქტობრივად, შექმნეს მისთვის ახალი პრეპარატი.
ექვსი თვის შემდეგ მის სხეულში კიბოს უჯრედები არ აღმოჩნდა, თუმცა ალისა ჯერ კიდევ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
გასულ მაისს ალისას T-უჯრედოვანი მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.
ნორმალურ პირობებში T-უჯრედები სხეულის დამცველები არიან, მაგრამ ალისას შემთხვევაში მათი აქტივობა უკონტროლო და საშიში გახდა.
ალისას აგრესიული ტიპის კიბო ჰქონდა. არც ქიმიოთერაპიამ და არც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციამ არ უშველა. "საბოლოოდ, მე მოვკვდებოდი" - ამბობს ალისა.
ექიმების გუნდმა გამოიყენა გენის რედაქტირების ტექნოლოგია, რომელიც სულ რაღაც ექვსი წლის წინ გამოჩნდა.
0
0