კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში თუ ვიქნები, შეიძლება, შალვა პაპუაშვილს მხარიც დავუჭირო - იაგო ხვიჩია
29/12/2021
12:21
პოლიტიკა
A-
+A
კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში თუ ვიქნები, შეიძლება, შალვა პაპუაშვილს მხარიც დავუჭირო, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის დღევანდელი სხდომის წინ, რომელზეც შალვა პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა იგეგმება.
„ღმერთმა იცის, შალვა პაპუაშვილი როგორი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება, მაგრამ „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, ამ თანამდებობაზე ვის დანიშნავს. სწორედ მათ აქვთ უფლება, ამ თანამდებობაზე ვის აირჩევენ.
კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში თუ ვიქნები, შეიძლება, შალვა პაპუაშვილს მხარიც დავუჭირო. არაფერი საწინააღმდეგო მაქვს იმის, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი წევრებიდან მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება, რაზეც თავად აქვთ საჭირო ხმები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0
305
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%