კელი დეგნანი - სამედიცინო ექსპერტებმა უკეთესად იციან, რა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს გამოჯანმრთელებისთვის, ეს მათი პრეროგატივაა
05/12/2021
15:30
პოლიტიკა
A-
+A
სამედიცინო ექსპერტებმა უკეთ იციან, რა არის საჭირო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სტაბილურობისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვაზე საპასუხოდ ელჩმა განმარტა, რომ მკურნალობის პროცესში სპეციალისტები არიან ჩართული და ამ თემაზე საუბარიც მათი კომპეტენციაა.
„პასუხს სამედიცინო ექსპერტები გასცემენ და არის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სახალხო დამცველის ორგანიზებითაა შექმნილი. აქ არიან მულტიდისციპლინური ექსპერტები, რომლებსაც აქვთ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან წვდომა, მათ უკეთ იციან, რა სჭირდება მას, რომ გამოჯანმრთელდეს და რა არის საჭირო მისი მდგომარეობის სტაბილურობისთვის. ეს მათი პრეროგატივაა“, – განაცხადა კელი დეგნამა.
0
0
331
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%