კელი დეგნანი: პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ, ეს პასუხობს საქართველოს საუკეთესო ინტერესებს
05/12/2021
16:32
პოლიტიკა
A-
+A
„პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ, საკონსტიტუციო ცვლილებები არის ის, რაც სჭირდება საქართველოს ამ ეტაპზე და ეს არის სწორი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ მეტი პარტია, მრავალფეროვანი აზრი იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ეს პასუხობს საქართველოს საუკეთესო ინტერესებს“, - აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანი.
ის ხაზს უსვამს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო და ეს აისახა მარტის შეთანხმებაში, რომლის თანახმადაც, ბარიერი დაიწია.
„იმას, რომ ეს პასუხობს საქართველოს საუკეთესო ინტერესებს, ადასტურებს ის ფაქტი, რომ პირველ მოსმენაზე ეს კონსტიტუციური ცვლილებები პარლამენტში გავიდა. ქართველი პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ აუცილებელია ეს ცვლილებები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის“,-განაცხადა დეგნანმა.
0
0
327
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%