03/03/2023
13:08
კონფლიქტები
“მინსკი შეიძლება გახდეს ნეიტრალური ადგილი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების შესახებ დისკუსიებისთვის”. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთსა და ბელარუსში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინსკში ის ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიიღო.
„მინსკი შეიძლება გახდეს ნეიტრალური ადგილი, სადაც ჩვენ შეგვეძლება დისკუსიების გამართვა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების შესახებ. ეს არის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ჩვენ უნდა გავაძლიეროთ“ - განაცხადა ბჟანიამ.
მისი თქმით, იყვნენ ძალები, რომლებსაც არ სურდათ აფხაზეთისა და ბელორუსის ლიდერების შეხვედრის ჩატარება.
„ლუკაშენკო, რომელიც მომესალმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მკვეთრ რეაქციაზე“ - განაცხადა ბჟანიამ.
2022 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ჟენევის დისკუსიები გეოპოლიტიკის მძევალი გახდა“ და მიუთითა მოლაპარაკებების „უფრო ნეიტრალურ ადგილას“ წარმართვის აუცილებლობაზე.
0
0