კატარის ეკონომიკური ფორუმი დღეს გაიხსნება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება
23/05/2023
08:37
ეკონომიკა
A-
+A
კატარში დღეს ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი იხსნება, რომელშიც საქართველოს პრემიერ მინისტრი იღებს მონაწილეობას.
ირაკლი ღარიბაშვილის დელეგაციასთან ერთად კატარში უკვე გაემგზავრა. მაღალი დონის ფორუმის ფარგლებში გამართულ შესაბამის პანელურ დისკუსიაზე პრემიერი სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დღეს და ხვალ დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, არიან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
ეკონომიკური ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება.
0
0
297
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%