03/12/2021
18:13
სამართალი
სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ კახიშვილი და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარიძემ გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს.
ქეთევან ჩხაიძემ საკუთარ საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს, მან დანაშაულის დაფარვა აღიარა, რაც შეეხება ზურაბ კახიშვილს, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 13 მარტს, კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევიდან მეორე დღეს სამართალდამცავებმა მისი მეგობარი, 30 წლის მამაკაცი – ზურაბ კახიშვილი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან გარკვეული ხნის შემდეგ, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მოკლული მამაკაცის მეუღლე – 31 წლის ქეთევან ჩხაიძე დააკავეს.
დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი.
0
0