კასპის მუნიციპალიტეტში დააკავეს პირი, რომელმაც თანასოფლელი მოკლა
13/02/2022
15:43
სამართალი
A-
+A
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული გ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, ურთიერთშელაპარაკებისას, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა თანასოფლელს - 1976 წელს დაბადებულ ა.ს.-ს. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0
467
სიახლეები
ყველა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%