26/02/2022
13:42
ომი უკრაინაში
აღნიშნულის შესახებ მედვედევმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა პარასკევს მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს რუსეთის ფედერაციის უფლების წარმომადგენლობა ევროპის საბჭოს ორ ორგანოში - თავად მინისტრთა კომიტეტში და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
ევროპის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად გამოეხმაურა რუსეთის ხელისუფლება და უკვე იმუქრება ქვეყანაში სიკვდილით დასჯის განახლებით.
„კარგი შესაძლებლობაა (ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების შემდეგ) რუსეთმა აღადგინოს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ქვეყანაში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების თავიდან ასაცილებლად - როგორიცაა სიკვდილით დასჯა,“ - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
მან დასძინა, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა შეიძლება გამოყენებულ იქნას „ყველაზე საშიში დამნაშავეებისთვის.“
0
0