06/12/2023
08:36
მედიცინა
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
პარლამენტის ცნობით, კანონპროექტის ერთ-ერთი ძირითად არსს წარმოადგენს, კანონით დამკვიდრდეს ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინი — მეანი-ექთანი.
საკანონმდებლო ცვლილება მოითხოვს, წოდება "ბებიაქალი" ჩანაცვლდეს "მეანი-ექთნით" და ადგენს პროფესიული საქმიანობის განვითარებისა და რეგულირების წესებს:
ექთნებისა და მეანი-ექთნების რეგისტრაციისა და სერტიფიცირებისათვის შეიქმნება ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრი.
რეესტრში ავტორიზაცია იქნება ყველა ექთნისა და მეანი-ექთნის საქმიანობის დაწყებისა და გაგრძელების პირობა.
ხოლო საექთნო და მეანი-ექთნის საბაკალავრო კურსდამთავრებულ პირებს რეგისტრირებული ექთნის და მეანი-ექთნის წოდების მოპოვებისთვის სარეგისტრაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულება 2030 წლის 1 იანვრიდან ექნებათ.
მომხსენებლის განცხადებით, კანონის სრულად ამოქმედებისათვის კანონპროექტით გაწერილი ვადები ოპტიმალურია და იმედოვნებენ, რომ პროცესები არ შეფერხდება და ექთნებისა და მეანი-ექთნების რეგისტრაცია განსაზღვრულ ვადებში დაიწყება.
წყარო:on.ge
0
0