22/04/2024
22:49
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი". - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ წუთეში აქციის მონაწილეები უკვე ტოვებენ მმართველი პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიას. ახალგაზრდები კვლავ პარლამენტისკენ მიემართებიან.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტებმა აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან გამართეს. მობილიზებული იყო პოლიცია.
0
0