17/02/2022
11:17
მსოფლიო
ორშაბათს გამოქვეყნებული 2022-24 იმიგრაციის დონის გეგმის მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს მთავრობა მიზნად ისახავს, რომ 2022 წელს კანადაში ჩასულ 431,000-ზე მეტ იმიგრანტს მუდმივი ცხოვრების უფლება მიანიჭოს, 447,000 მიგრანტს - 2023 წელს, ხოლო 451,000 - 2024 წელს.
”იმიგრაციამ ხელი შეუწყო კანადის ჩამოყალიბებას ისეთ ქვეყნად, როგორიც დღეს არის. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ეკონომიკის აღდგენაზე, რისთვისაც იმიგრაცია წამყვანი ფაქტორია”,- თქვა იმიგრაციის მინისტრმა, შონ ფრეიზერმა.
ახალი გეგმის თანახმად, კანადაში ახალჩასულთა თითქმის 60% უნარებისა და სამუშაო გამოცდილების საფუძველზე ეკონომიკური მიგრანტის სტატუსს მიიღებს.
კანადა, საკუთარი სამუშაო ძალის გაზრდის მხრივ, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმიგრაციაზე. იმიგრაცია კანადის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ყოველთვის იყო, რაც ქვეყნის მასშტაბით დასაქმების ზრდას განაპირობებდა. გასულ წელს კანადამ 405 000-ზე მეტი იმიგრანტი მიიღო, რაც ყველაზე დიდი წლიური ზრდაა ქვეყნის ისტორიაში.
0
0