12/11/2024
20:18
პოლიტიკა
კამერის წინაშე დადეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს.
როგორც გვარამია განმარტავს, მიზეზების ძიება არ არის საჭირო და „პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება“.
„მორჩით სამართლებრივ კაზუისტიკას. ვის რაში აინტერესებს, ცესკო და პარლამენტი როგორ განმარტავს კონსტიტუციას და კანონს. მარტო ამ ნაწილშია სანდო ეს სიყალბის სიმბოლო დაწესებულებები და დანარჩენში ტყუის?!
კამერის წინაშე დადეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან. ამას ითხოვს ხალხი, ეს გავაკეთეთ ჩვენ და არ უნდა მიზეზების ძიება და პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება!“,- წერს გვარამია „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. საპარლამენტო სიის ჩახსნის გადაწყვეტილება კიდევ ერთმა ოპოზიციურმა კოალიციამ "კოალიცია ცვლილებისთვის" მიიღო.
რაც შეეხება დანარჩენ, კიდევ ორ ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტს - "ძლიერ საქართველოს" და "გახარია საქართველოსთვის", "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძე განაცხადა, რომ პარლამენტში არშესვლაზე „ძლიერი საქართველოს“ პოზიციაში არაფერი შეცვლილა და 80-ჯერ განცხადების დაწერას "არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ". პარტიაში "გახარია - საქართველოსთვის" კი აცხადებენ, რომ "ძველი და ახალი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ასეთი პოპულისტური ინიციატივები ამომრჩევლის იმედგაცრუებას გამოიწვევს". ანა ბუჩუკურის თქმით, "რასაც კანონი არ ითვალისწინებს, იმაზე დადგეს სპექტაკლი".
0
0
ქარი, წვიმა, მთაში მოთოვს - ამინდი უარესდება
15/11/2024