13/10/2024
10:13
მსოფლიო
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმის მიერ გაცემული შეფასება გამოაქვეყნა. როგორც თერაპევტი ჯოშუა საიმონსი წერს, რომ 59 წლის ვიცე-პრეზიდენტის ჯანმრთელობა შესანიშნავ მდგომარეობაშია, მას აქვს როგორც ფიზიკური, ისე მენტალური სიმტკიცე პრეზიდენტის მოვალეობის შესასრულებლად.
თერაპევტის დასკვნით, კამალა ჰარისს უვლინდება სეზონური ალერგიები და ურტიკარია, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება, არ აქვს დიაბეტი, არ აწუხებს წნევა, მაღალი ქოლესტერინი, ან გულის დაავადებები. რაც შეეხება გენეტიკურ დაავადებებს, დედის მხრიდან ნათესავებში ფიქსირდება ნაწლავის კიბო, თუმცა ვიცე-პრეზიდენტი პრევენციულ რეკომენდაციებს მიჰყვება და კვლევებს რეგულარულად იტარებს.
ვიცე-პრეზიდენტი პერიოდულად და ზომიერად მოიხმარს ალკოჰოლს და საკმაოდ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, აქტიური ცხოვრების წესს მისდევს.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024