24/09/2024
15:07
მსოფლიო
აშშ-ის შტატის, კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, სკოლებში მოსაწვლეებს სმარტფონების გამოყენება შეეზღუდებათ ან აეკრძალებათ, რადგან მათი ჭარბად გამოყენებით შესაძლოა ფსიქიკური დაავადების რისკი გაიზარდოს და სწავლის პროცესი შეფერხდეს.
2024 წელს, ცამეტმა სხვა შტატმა, მათ შორის, ფლორიდამ, სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აკრძალა ან შეზღუდა, ასევე ადგილობრივ მასწავლებლებს აღნიშნული ზომის მისაღებად რეკომენდაცია გაუწია. კალიფორნიამ [სადაც 5,9 მილიონამდე საჯარო სკოლის მოსწავლე აღირიცხება] აღნიშნული კანონი ლოს-ანჯელესის შემდეგ მიიღო, რომლის სკოლის საბჭომ, ივნისში, 429,000 მოსწავლეს სმარტფონების გამოყენება აუკრძალა. ასევე აშშ-ის ჯანდაცვის სახელმწიფო სამსახურის მთავარმა ექიმმა ვივეკ მერთიმ სოციალური მედიის პლატფორმებზე გამაფრთხილებელი ეტიკეტი განათავსა და განაცხადა, რომ მოზარდების სოციალურ აქტივობასთან დაკავშირებული პრობლემა ფსიქიკური ჯანმრთელობის საგანგაშო მდგომარეობას უტოლდება.
მერთის თქმით, მოზარდები, რომლებიც დღეში სამ საათზე მეტს უთმობენ სოციალურ ქსელებს, შესაძლოა ფსიქიკური დაავადების გაზრდილი რისკის ქვეშ იყვნენ. კალიფორნიის კანონის თანახმად, სკოლების დირექცია ან სხვა მმართველი ორგანოები ვალდებულნი არიან, შეიმუშაონ პოლიტიკა, რომელიც კამპუსში მოსწავლეების მიერ სმარტფონების გამოყენებას შეზღუდავს ან აკრძალავს და ასევე მათ ეს პოლიტიკა ყოველ ხუთ წელიწადში უნდა გაანახლონ.
"როგორც ცნობილია, სმარტფონის გადაჭარბებული გამოყენება ზრდის შფოთვას, დეპრესიას და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს, მაგრამ ჩვენ ამ პროცესებში ჩარევის ძალაუფლება გვაქვს. ეს ახალი კანონი სკოლაში მყოფ მოსწავლეებს დაეხმარება, რომ ფოკუსირება მოახდინონ აკადემიურ მეცნიერებებზე, სოციალურ განვითარებასა და მათ წინაშე არსებულ სამყაროზე და არა სმარტფონების ეკრანებზე, ”- თქვა კალიფორნიის გუბერნატორმა.
0
0