25/09/2023
10:27
სპორტი
თორნიკე შენგელიას გუნდმა, „ვირტუს ბოლონიამ“ 2023/2024 წლის სეზონი ტიტულით დაიწყო. ბოლონიელებმა იტალიის სუპერთასის ფინალში „ბრეშა“ 97:60 დაამარცხეს.
იტალიის სუპერთასის 2023 წლის გათამაშებაში 4 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ნახევარფინალში „ვირტუს ბოლონიამ“ „ოლიმპია მილანოს“ მოუგო, ხოლო „ბრეშამ“ – „ტორტონას“.
ფინალი სრულად შენგელიას გუნდის უპირატესობით წარიმართა. პირველივე მეოთხედი „ბოლონიამ“ 17-ქულიანი სხვაობით მოიგო და უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.
თორნიკე შენგელია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან 15 ქულა, 12 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა 22 წუთში. ქართველმა 3 დან 3 ორქულიანი და 5 დან 3 სამქულიანი გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ შენგელია სუპერფინალის MVP-ი და ამ ოთხთა ტურნირის საუკეთესო ასისტენტი გახდა. მან ნახევარფინალშიც შესანიშნავად ითამაშა, 13 ქულა ჩააგდო და 4 შედეგიანი პასი შეასრულა.
„ვირტუს ბოლონია“, რომელიც რამდენიმე დღის წინ ახალმა მწვრთნელმა, ლუკა ბანკიმ ჩაიბარა, იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს 1 ოქტომბერს „სკაფატის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
0
0