კადიროვმა ზელენსკის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა
25/02/2022
19:45
მსოფლიო
A-
+A
კადიროვმა ზელენსკის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. ასეთი განცხადება კადიროვმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების ჯარისკაცების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების დროს გააკეთა, რომელშიც12 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
„შემთხვევით ვისარგებლებ, პრეზიდენტ ზელენსკის ვურჩევ, რათა მან ჩვენს პრეზიდენტს, მთავარსარდალს, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს დაურეკოს და ბოდიში მოუხადოს იმისთვის, რომ ნაბიჯი დროულად ვერ გადადგა. ეს უკრაინის გადასარჩენად უნდა გაეკეთებინა. პატიება მოითხოვოს და რუსეთის მიერ წამოყენებულ ყველა პირობას დათანხმდეს. ეს მისი ყველაზე სწორი და პატრიოტული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა კადიროვმა.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა აღნიშნა, რომ რეგიონის სამხედროები მზად არიან, ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნებისმიერი ბრძანება შეასრულონ.
0
0
627
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%