01/02/2024
13:24
სხვადასხვა
ჩეჩნეთის მმართველმა, რამზან კადიროვმა თავისი მორიგი შვილი ადგილობრივ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნა. ამჯერად, 24 წლის ჰადიჯატ კადიროვა ჩეჩნეთის ხელმძღვანელისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე გახდება.
„მედუზა“ აღნიშნავს, რომ ფორმალურად, ჰადიჯატ კადიროვას დანიშვნის იდეა ამ უწყების უფროსს, გალას ტაიმასხანოვს ეკუთვნის. თუმცა, ჩეჩნეთში კადიროვის, – რომელსაც უფლებადამცველები ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ, – გარეშე არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღება.
ჰაიჯატ კადიროვასთვის ეს თანამდებობრივი დაწინაურებაა – აქამდე იგი გროზნოს მერიის სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის უფროსი იყო.
ჰაიჯატის გარდა, კადიროვი სხვა შვილებსაც ნიშნავს მაღალ თანამდებობზე. მისი უფროსი შვილი ახმატი ნოემბერში ჩეჩნეთის ფიზკულტურის, სპორტის და ახალგაზრდული პოლიტიკის სამინისტროს პირველი მოადგილე გახდა. გარდა ამისა, კადიროვის 15 წლის შვილმა მამისგან ჩეჩნეთის გმირის ორდენი მიიღო მას შემდეგ, რაც ყურანის დაწვისთვის ბრალდებული ნიკიტა ჟურაველი სცემა.
0
0