21/10/2024
11:53
სამართალი
წუხელ, თბილისში, ფიროსმანის მოედანზე მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რასაც მალევე სროლის ხმა მოჰყვა.
თვითმხილველები შემთხვევის შესახებ საუბრობენ. მათი თქმით, მომხდარი შურისძიებას უკავშირდება. არის ვარაუდი, რომ თავდამსხმელი მამაკაცს მანქანიდან უთვალთვალებდა.
"ყვირილისა და ჩხუბის ხმა იყო. ჯერ სცემეს ერთმანეთი, რამდენიმე წუთის შემდეგ გასროლის ხმა გაისმა, დაახლოებით 4-ჯერ. შემდეგ ეგრევე მიიმალა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა ის ბიჭი. შურისძიების ნიადაგზე გააკეთა მსგავსი რაღაც. გავიგე, რომ ადრე დაუჭრია გარდაცვლილს ეს ბიჭი და ციხეში მჯდარა. შემდეგ ის ბიჭი თურმე ელოდებოდა ამისგან, რომ შურს იძიებდა და ამის გამო ბრონიჟილეტით დადიოდა, ელოდებოდა," - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ფიროსმანის მოედანზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. ტერიტორია შემოსაზღვრული იყო ყვითელი ლენტით; ექსპერტ-კრიმინალისტებმა მონიშნეს ადგილები, სადაც ტყვიის მასრები ეყარა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024