14/08/2024
14:59
სამართალი
დეტექტივი ცოლის მკვლელობის ფაქტზე დააკავეს
აშშ-ის არიზონას შტატის პროკურატურის დეტექტივს ჯონ ბირდს მკვლელობაში ედება ბრალი. პოლიციის განცხადებით, დეტექტივმა ცოლი მოკლა და მისი ცხედარი საძინებელში დატოვა, როცა თავად გაქცევას ცდილობდა. ამის შესახებ The Independent-ი წერს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჯონ ბირდი ქალაქ მესაში დააკავეს. 31 ივლისს პოლიციამ, სავარაუდოდ, დაკარგული ქალის [მსხვერპლის] სახლი გაჩხრიკა. მსხვერპლის მეგობრების განცხადებით, ის მთელი დღე არ უნახავთ და არც სპორტდარბაზში გამოჩენილა. მეგობარმა მსხვერპლის 11 წლის შვილს დაურეკა, რომელმაც თქვა, რომ მას და მის ორ ძმას დედა მთელი დღე არ უნახავთ, რადგან ის თავის საძინებელში იყო გამოკეტილი. მეგობარმა ბავშვები საკუთარ სახლში შეიფარა.
პოლიციამ დეტექტივის ცოლი საძინებელში გარდაცვლილი იპოვა. ქალს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მესას პოლიციამ ბირდი მაშინ შენიშნა, როდესაც მსხვერპლის კუთვნილი მანქანით გადაადგილდებოდა და ის ადგილზე დააკავა. პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის დროს, დეტექტივმა აღნიშნა, რომ ის ოჯახურ და სამსახურებრივ სტრესს განიცდიდა. როგორც დირბმა პოლიციას განუცხადა, მას "მეუღლესთან ცხარე კამათი" მოუვიდა და "უბრალოდ წონასწორობა დაკარგა“.
„ბირდმა ქალი დაახრჩო და მისი ცხედარი საძინებელში დატოვა, შემდეგ კარი ჩაკეტა, რადგან შვილებს დედა არ დაენახათ,“ - ნათქვამია მოხსენებაში.
დაკავებამდე, ბირდი მარიკოპას ოლქის პროკურატურაში დეტექტივად მუშაობდა. გამოძიებას პინალის ოლქის პროკურორები წარმართავენ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024