30/12/2021
15:05
პოლიტიკა
მისი თქმით, სააკაშვილის მკურნალობა დასრულდა 2 კვირის წინ, რაზეც არსებობს ოფიციალური დასკვნა.
„მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე, რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა. მას შეფარდებული აქვს საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი მიუხედავად მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხარისხისა. ეს არის 6 წელი, რაც მათ შორის, ჩვენ მიერ შეცვლილი კანონმდებლობის დამსახურებაა და ბუნებრივია, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. შურისძიებას არ ნიშნავს ის, როდესაც კანონის წინაშე ადამიანი არის თანასწორი. არიან ადამიანები, რომლებსაც ბევრად უფრო მსუბუქი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და შეფარდებული აქვთ ზოგს მაგალითად 8 წლით თავისუფლების აღუკვეთა. მაგალითად, ერთ-ერთ ჩვენ ყოფილ მერს, კორუფციული სამართალ დარღვევისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მოცულობა ამ საქმის, მათ შორის თანხობრივად, ბევრად უფრო ნალები იყო. კაცმა 9 მილიონი იქურდა, ადამიანის წამება შეუკვეთა, ტელევიზია მიიტაცა, ხალხს აწამებდა ციხეებში და ა.შ. ამისთვის 6 წელი არაფერია. მისი მკურნალობა დასრულდა 2 კვირის წინ, რაზეც არსებობს ოფიციალური დასკვნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0