13/03/2024
20:16
სხვადასხვა
ამერიკელი პოლ ალექსანდერი, რომელიც ათობით წლის განმავლობაში „რკინის ფილტვში“ ცხოვრობდა, 78 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 1952 წელს, 6 წლის ასაკში ალექსანდერი პოლიომიელიტით დაავადდა. ექიმებმა ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა ავადმყოფობის გამო ის კისერს ქვემოთ პარალიზებული დარჩა. ამასთან, მას დამოუკიდებლად სუნთქვა აღარ შეეძლო. ამიტომ ექიმებმა მისი ე.წ. რკინის ფილტვში მოთავსება გადაწყვიტეს - ეს ლითონის ცილინდრი მას ხელოვნურად სუნთქვის საშუალებას აძლევდა.
ალექსანდერმა ამ მოწყობილობაში სიცოცხლის შემდგომი 72 წელი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან მიიღო უმაღლესი განათლება, გახდა იურისტი და მემუარებიც კი გამოაქვეყნა.
რკინის ფილტვში ალექსანდერზე დიდხანს არავის უცხოვრია. ამას გინესის რეკორდების წიგნიც ადასტურებს.
0
0