კაცი 8 წლის ძმისშვილის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს - "ჩემს ძმას ტყუილს უგონებენ"
23/11/2022
11:27
სამართალი
A-
+A
სამეგრელოში 28 წლის კაცი 8 წლის ძმისშვილის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. კაცი ბრალს არ აღიარებს.
ტვ პირველის ინფორმაციით, სავარაუდო შემთხვევა დაკავებულის სახლში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ 8 წლის ბავშვმა დედას უამბო, ამის შემდეგ კი დედამ სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებისთვის მიმართა, რის შემდეგაც ახალგაზრდა კაცი დააკავეს.
ოჯახის წევრები დაკავებული კაცის შესახებ ამბობენ, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.
„არაა ეს ასე, მე ძმა ვარ მაგისი. ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ სასამართლო რომ იქნება. ველოდებით ექსპერტიზას. ბავშვს საერთოდ არაფერი არ აქვს, ვიცი რომ ჩემს ძმას ტყუილს უგონებენ რა“, - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში დაკავებული კაცის ძმა.
0
0
357
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%