15/06/2022
19:29
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც ამ ეტაპზე 50-მდე თანამოაზრე სახელმწიფოს აერთიანებს, საქართველო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიწვევის საფუძველზე შეუერთდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები განიხილეს. საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მესამედ ჩატარდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ესწრება და მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024