13/02/2022
12:06
საზოგადოება
ამ ეტაპზე რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია. წყალმომარაგება დღეს 13 თებერვალს 14:00 საათისთვის ეტაპობრივად აღდგება :
მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: რუსთაველის გამზირს, მელიქიშვილის, კაკაბაძის, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ი. ნიკოლაძის, პეტრიაშვილის, ვარაზის ხევის, ვ. ანჯაფარიძის, მედეა (მზია) ჯუღელის, შანიძის, ბაქრაძის, ბელინსკის, ლარსის, გრიბოედოვის, გუდიაშვილის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ინგოროყვას, ჭონქაძის, ამაღლების, გ. ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებს; თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს, ქუთათელაძის, სანაპიროს, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებს; ოქროყანის დასახლებას.
კოტე აფხაზის და ორთაჭალის, პუშკინის, ლ. ასათიანის, ბეთლემის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის და მიმდებარე ქუჩებს.
ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ბარნოვის, აბაშიძის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, ფალიაშვილის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, ავალიშვილს, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.
ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ყაზბეგის გამზირს, კოსტავას, ბახტრიონის, დოლიძის, იოსელიანის, იყალთოს მთის, ალექსიძის, მგალობლიშვილის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის ქუჩებს, ჟვანიას მოედანს, ზემო ვეძისს, საირმის გორას, ცინცაძის, მიცკევიჩის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, აფაქიძის, ფარსადანის, როსტევანის, ფარნავაზ მეფის ქუჩების ნაწილს, დიღმის წყლის და მიმდებარე ქუჩებს; ოლიმპიურ ქალაქს.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, ჩხეიძის, ბალანჩინის, ლუბლიანას, ბელიაშვილის ქუჩას და შესახვევს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge
0
0