11/01/2022
13:43
საზოგადოება
კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს 11 იანვარს, 13:00 საათიდან 12 იანვრის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში: ზღვის უბნის მე-3 მ/რ-ს ნაწილს, მე-4 მ/რ-ს, მე-11 მ/რ-ს, I-IV, IX -X კვარტლებს; გურამიშვილის გამზირს, დადიანის ქუჩის ნაწილს, დადიანის მე-2 მ/რ-ს, სანზონის კორპუსებს, სარაჯიშვილის, ჩარგლის, წიკლაურის, თოდრიას, ლოტკინის მთის, ხუდადოვის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ზედაზენის, იოსელიანის, ხევისუბნის, ჭყონდიდელის, წიწამურის, ზესტაფონის, მანჯგალაძის, ხიმშიაშვილის, ღრმაღელეს, იმერეთის და მიმდებარე ქუჩებს; ლალიონის და ვეშაპურის ქუჩებს.
გლდანის რაიონში: გლდანის „ ა“ მ/რ-ს; I- IV მ/რ-ს, შეშელიძის, ვეკუას, ქერჩის, ხიზანიშვილის და მიმდებარე ქუჩებს; თიანეთის გზატკეცილს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS- შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის საშუალებით - www.gwp.ge
0
0