06/01/2022
11:55
მსოფლიო
იმის მიუხედავად, რომ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე COVID-ის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის გარეშე მონაწილეობა მიღების უფლება მიეცა, აღმოჩნდა, რომ მისმა მენეჯერებმა გამონაკლისის სახით მისთვის სპეციალური ვიზა არ მოითხოვეს.
წესების თანახმად, ამ ტურნირის ყველა მონაწილესა და მათი გუნდის წევრებს კოვიდსაწინააღმდეგო აცრა უნდა ჩაეტარებინათ ან დამოუკიდებელი კომისიის სპეციალური ნებართვა მიეღოთ.
ჯოკოვიჩი რამდენიმე საათის განმავლობაში აეროპორტში დააყოვნეს, სანამ მესაზღვრეები შეატყობინებდნენ, რომ მისი ვიზა არ აკმაყოფილებდა აუცილებელ წესებს და ამ მიზეზით მას დეპორტაციას გაუწევდნენ.
ჩოგბურთელი სპეციალურ სასტუმროში განათავსეს, სადაც პირები ქვეყნიდან დეპორტაციამდე დაცვის ქვეშ იმყოფებიან. მოსალოდნელია, რომ ჯოკოვიჩი ავსტრალიიდან ერთ-ერთი უახლოესი რეისით გამოფრინდება.
ნოვაკ ჯოკოვიჩს არ უთქვამს, აცრილია თუ არა, მაგრამ შარშან თავი ანტივაქსერად გამოაცხადა. ჟურნალისტებმა მას მეტსახელიც კი მოუგონეს - Novax.
0
0