ჯო ბაიდენმა უარყო, რომ რუსეთში რეჟიმის შეცვლას ითხოვდა
28/03/2022
10:40
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უარყო, რომ რუსეთში რეჟიმის შეცვლას ითხოვდა. 26 მარტს, ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება.
ჟურნალისტების კითხვაზე, სურს თუ არა პუტინის გადაყენება და მოუწოდა თუ არა რუსეთში რეჟიმის შეცვლისკენ, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არა“.
27 მარტს, თეთრმა სახლმა ვარშავაში ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და დააზუსტა, რომ ბაიდენი რუსეთში რეჟიმის ცვლილებას არ ითხოვს.
„პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გამოიყენოს ძალაუფლება რუსეთის მეზობლების წინააღმდეგ. ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის ცვლილებას“, - განაცხადეს თეთრ სახლში.
0
0
369
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%