17/08/2022
11:02
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 700 მილიარდი დოლარის ღირებულების კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასა და ჯანდაცვის ხარჯებთან ბრძოლას, ასევე, გადასახადების გაზრდას ძირითადად მდიდარი მოსახლეობისთვის.
„ინფლაციის შემცირების აქტი“ ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად და ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდიების გასაგრძელებლად 430 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის გამოყოფას ითვალისწინებს. დანარჩენი თანხა კი ფედერალური დეფიციტის შემცირებას უნდა მოხმარდეს.
აღსანიშნავია, რომ ის ასევე მოიცავს რეცეპტით გამოწერილ მედიკამენტებზე ფასების შემცირებას.
ხელმოწერის ცერემონიაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ინფლაციის შემცირების აქტი“ არის „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი აშშ-ის ისტორიაში, რომლის მიღებაც ამერიკელი ხალხის გამარჯვებაა“.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს „რესპუბლიკელები“ ეწინააღმდეგებოდნენ. „ის ნიშნავს უფრო მაღალ გადასახადებს და აგრესიულ საგადასახადო აუდიტს", - განაცხადა სენატში „რესპუბლიკელების“ ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა.
0
0