19/04/2022
08:57
მსოფლიო
თეთრი სახლის პრესმდივანის, ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინის დედაქალაში არ იგეგმება.ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
,,პრეზიდენტის წასვლა არ იგეგმება. ნება მომეცით, ეს კიდევ ერთხელ გავიმეორო", - განაცხადა ფსაკიმ.
როგორც BBC-ი იუწყება, ფსაკიმ ასევე დასძინა, რომ აშშ იმედოვნებს, რომ აშშ-ის საელჩო კიევში, ხელახლა გაიხსნება.
,,ეს რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია. ცხადია, რომ ადგილზე დიპლომატიური წარმომადგენლობის ყოფნა მნიშვნელოვანია", - დასძინა ფსაკიმ.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბაიდენის ნაცვლად, სურთ, რომ მაღალი რანგის ოფიციალური პირი გაგზავნონ. ეს შესაძლოა, იყოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ან თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.
CNN-თან ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა და დამოკიდებულია არსებულ უსაფრთხოებაზე, თუმცა მისი თქმით, ის შეერთებული შტატების ლიდერია და ამიტომ უნდა ჩავიდეს უკრაინაში.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024