28/01/2022
11:53
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ეს კომენტარი, ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ რუსები უკრაინაში თებერვალში შეიჭრებიან“, - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ემილი ჰორნმა.
სატელოფონო საუბრისას პრეზიდენტმა ბაიდენმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში. მან ასევე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მათ "განიხილეს ბოლო დიპლომატიური ძალისხმევა დეესკალაციის შესახებ და ერთობლივ სამომავლო ქმედებებზე შეთანხმდნენ".
ზოგიერთი სამხედრო ექსპერტი ვარაუდობს, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში ნიადაგის მოყინვას ელოდება მძიმე სამხედრო ტექნიკის მარტივად გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით.
იმავდროულად, რუსეთი აცხადებს, რომ კრიზისის გადაჭრის მხრივ, „ოპტიმიზმის მცირე საფუძველს“ ხედავს მას შემდეგ, რაც აშშ-მა რუსეთის მთავარი მოთხოვნები უგულებელჰყო. უკანასკნელ კვირებში უკრაინის საზღვრებთან ათიათასობით რუსული ჯარის განლაგებამ ომის დაწყების შიში წარმოქმნა. რუსეთი თავდასხმასთან დაკავშირებულ გეგმებს უარყოფს.
0
0