22/12/2022
08:31
სამართალი
რუსთავში ქალის ჯგუფურად გაუპატიურებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის დაკავებულ 4 მამაკაცს რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ოთხივე პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი, დ.რ 8 წლით, ხოლო ვ.გ, ს.ზ-სა და ს.ი-ის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა აპრილში ცენტრალური პარკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის სანაპიროზე მოხდა. გვიან ღამით 35 წლამდე ქალი ფონიჭალა-რუსთავის გზატკეცილზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სამმა მამაკაცმა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს და რუსთავში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის სანაპიროზე სამშენებლო მასალის მოსაპოვებელ კარიერთან მიიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ სამ მამაკაცს კიდევ ერთი პიროვნება შეუერთდა, რომელიც კარიერის დაცვის თანამშრომლად მუშაობდა.
ოთხივე მათგანი ახალგაზრდა ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი სამმა კაცმა მასზე სექსუალურად იძალადა. გაუპატიურებაში მონაწილეობა მიიღო კარიერის დაცვის თანამშრომელმაც.
ახალგაზრდა ქალმა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემდეგ გაქცევა მოახერხა და ფაქტის შესახებ სამართალდამცავებს აცნობა. პოლიციელებმა ოთხივე პირი დააკავეს.
0
0