19/01/2022
11:12
მედიცინა
”ეს პანდემია ჯერ არ დასრულებულა და “ომიკრონის“ შემთხვევების წარმოუდგენელი ზრდის ფონზე, სავარაუდოდ, ახალი ვარიანტები გაჩნდება, რაც კრიტიკულად უნდა შეფასდეს”, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, პრესკონფერენციაზე.
„ომიკრონის“ ახალი, ძალიან გადამდები ვარიანტი პირველად გასული წლის ბოლოს გამოვლინდა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ჯანმო-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ვარიანტი საშუალოდ ან ნაკლებად მძიმეა, ის მაინც იწვევს ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილს.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერჰოვემ, თქვა, ვირუსი "ცირკულირებს ძალიან ინტენსიურ დონეზე მთელს მსოფლიოში" და მოუწოდა ქვეყნებს, გააგრძელონ ისეთი პრევენციული ზომების დაცვა, როგორიცაა ხელების დაბანა, ფიზიკური დისტანცია და ნიღბების გამოყენება.“
”ეს არ იქნება ვირუსის ბოლო შემაშფოთებელი ვარიანტი,” - თქვა მარია ვან კერჰოვემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსი მეცნიერის, სუმია სვამინათანის, განცხადებით, დროთა განმავლობაში მძიმე დაავადებებისგან დაცვის ეფექტურობა, ასევე მცირდება. მისი თქმით, მთავარი აქცენტი კვლავ მოსახლეობის ვაქცინაციაზეა.
https://www.euronews.com/2022/01/18/pandemic-is-nowhere-near-over-world-health-organization-
0
0