22/10/2024
15:20
არჩევნები 2024
„ივანიშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ ყველას დაანახა, რომ მას არ აინტერესებს საქართველო და მისი მოქალაქეები,” - ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.
მანჯგალაძის თქმით, ივანიშვილის მიზანი ფულის დაგროვება და ხალხის ძარცვაა.
„გუშინ კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა ერთიანობის, ევროინტეგრაციისა და კეთილდღეობის გზაზე არის ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ივანიშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ ყველას დაანახა, რომ მას არ აინტერესებს საქართველო და მისი მოქალაქეები.
მისი მიზანი და ცხოვრების იდეა არის ფულის დაგროვება ხალხის ძარცვისა და მოტყუების ხარჯზე. ფაქტობრივად, პირდაპირი ჩვენება მისცა, რომ საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი და საკუთარ მილიონებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მზად არის გაყიდოს ქვეყანა.
სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს კიდევ უფრო დიდი შემართებით უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ერთად მოვაშოროთ ივანიშვილი და მისი რეჟიმი საქართველოს”, - განაცხადა მანჯგალაძემ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024