18/09/2024
12:02
პოლიტიკა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აუცილებელია, „ჩვენში ვიპოვოთ ძალა“ და ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს „ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები“.
„ბიძინა ივანიშვილის და სხვა ქართველი პოლიტიკოსების განცხადების მოულოდნელ ტონს სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში, ახალი ატმოსფეროს შექმნის შესაძლებლობის შესახებ, დიდი ინტერესი მოჰყვა კავკასიაში და მთლიანად მსოფლიოში. ამის მრავალი მიზეზი არსებობს. სულ უფრო იზრდება იმის გაგება, რომ 2008 წელს სააკაშვილის ავანტიურის შემდეგ, მტრობამ და დაპირისპირებამ ადგილი უნდა დაუთმოს გონიერებას და სტაბილურობას. ბოლო 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა. ბევრისთვის ცხადი გახდა მარადიული დაპირისპირების ამაოება. წინასაარჩევნო ატმოსფეროში ამან, სავარაუდოდ, გამოიწვია სკანდალური ემოციების აფეთქება ფოკუს ჯგუფებში, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მშვიდ განვითარებას. საქართველოს პარლამენტის მოახლოებული არჩევნების წინა დღეებში ვითარების გამწვავება, ასევე, ხელს უწყობს მათ მსოფლიოში, ვინც მათ სტრატეგიულ ინტერესს ხედავს დესტაბილიზაციაში საქართველოსა და რეგიონში“, - აღნიშნა კარასინმა.
რუსი პოლიტიკოსი საქართველოს მოქალაქეების „პასუხისმგებლიან არჩევანს“ აანონსებს და, სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობს.
„რა თქმა უნდა, ეს თავად ქვეყნის მოქალაქეების გადასაწყვეტია. და ეს გადაწყვეტილება იქნება ძალიან საპასუხისმგებლო“, - განაცხადა მან.
0
0