26/11/2024
11:22
პოლიტიკა
“ქართული ოცნების” მიერ საქართველოს პრეზიდენტად წარსადგენი ახალი კანდიდატურის ფონზე, პარტია “სამართლიანობის” თავმჯდომარე, ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარსარდლის კანდიდატად უკიდურესად მორჩილ პიროვნებას დაასახელებს.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ საქართველოს მე-6 პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი გახდეს, ეკა ბესელია პასუხობს: “არ არის გამორიცხული”.
ამასთან, ბესელია ვარაუდობს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარ თავს არ წარადგენს – “მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და მაშინ უნდა დათმოს საფრანგეთის მოქალაქეობა”.
,,მთავარი ნიშანი, რომლითაც ის შეარჩევს კანდიდატს, უნდა იყოს უკიდურესად მორჩილი. არავითარი სიურპრიზები არ უნდა იყოს მოსალოდნელი მომავალში. თავად შეიძლება ფიქრობდეს, მაგრამ მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და მაშინ უნდა დათმოს საფრანგეთის მოქალაქეობა. რაღაც ექსპერიმენტებს არ ჩაატარებს და თუ თავად არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ძალიან ვიწრო წრეში მოძებნის საიმედო ადამიანს. არ არის გამორიცხული, რომ ეს ღარიბაშვილი იყოს. ამ პროცესში ყველაფერი ფორმალობა იქნება”, – ამბობს ეკა ბესელია.
0
0