17/10/2024
14:36
მსოფლიო
იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეებს საზღვარგარეთ სუროგატი დედების მომსახურებით სარგებლობას უკრძალავს.
კანონპროექტის ინიციატორი პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მემარჯვენე პარტიაა. 2023 წელს დოკუმენტს მხარი პარლამენტის ქვედა პალატამ უკვე დაუჭირა.
იტალიაში სუროგაცია 2004 წლიდან არის აკრძალული. ახალი კანონპროექტი სასჯელს ითვალისწინებს მათთვის, ვინც ამ სერვისით ისარგებლებს ქვეყნებში, სადაც ეს დაშვებულია - მაგალითად აშშ-სა და კანადაში. ამისთვის გათვალისწინებულია 2 წლამდე პატიმრობა ან ჯარიმა მილიონ ევრომდე.
ამასთან, კანონი დანაშაულებრივს ხდის იმ მედპერსონალის მუშაობას, რომლებიც სუროგატული დედობის მხარდამჭერ რეპროდუქციული მედიცინის უცხოურ კლინიკებში მუშაობენ.
კანონის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტის მთავარი სამიზნე ლგბტქ-წყვილები არიან, რომლებსაც იტალიაში ხელოვნური განაყოფიერებით სარგებლობა და ბავშვების შვილად აყვანა ეკრძალებათ, თუმცა BBC-ს ცნობით, იტალიაში სუროგატებით მოსარგებლე წყვილების 90% ჰეტეროსექსუალები არიან. გამოცემა კანონპროექტს მელონის სოციალურ-კონსერვატიული დღის წესრიგის ნაწილს უწოდებს, რომელიც თავს „ქრისტიან დედად“ ეძახის და მიიჩნევს, რომ ბავშვები მხოლოდ ქალი და კაცი უნდა ზრდიდნენ.
0
0