20/08/2023
14:49
მედიცინა
იტალიის ქალაქ ლეჩეს სარეაბილიტაციო ცენტრმა ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტების სამკურნალოდ ბარბის თოჯინების გამოყენება დაიწყო. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ექიმების თქმით, პაციენტები, რომლებიც ცნობილი თოჯინით თამაშობენ, უკეთ იმახსოვრებენ ინფორმაციას, უფრო იოლად აწყობენ გამართულ დიალოგს, ძილის ნაკლები პრობლემა აქვთ და ემოციების მართვას უკეთ ახერხებენ.
ადრე საავადმყოფოში სამკურნალოდ ჩვეულებრივ თოჯინებს იყენებდნენ, თუმცა ბევრი პაციენტი უცნობ სათამაშოებს სკეპტიკურად უყურებდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბარბის თოჯინაზე დადებითი რეაქცია პაციენტების პირად მოგონებებს უკავშირდება. კერძოდ, როცა ისინი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ თოჯინასთან ურთიერთობენ, ახსენდებათ, ბავშვობის ან შემედეგ ასაკში როგორ უყენებდნენ თმას, აცმევდნენ ან ესაუბრებოდნენ მას.
ამჟამად ალცჰეიმერის დაავადების სრულად განკურნვის რაიმე თერაპია არ არსებობს. თუმცა ევროპა აქტიურად ეძებს გზებს მისი განვითარების შესანელებლად. მაგალითად, წლის დასაწყისში პრაღაში, მათ შორის ალცჰეიმერის მქონე პაციენტებისთვის, სპეციალური სასწრაფო დახმარების მანქანები აამოქმედეს, რომლებსაც პაციენტები, საავადმყოფოების ნაცვლად, სასურველ ადგილას გადაჰყავთ. „სურვილების ასრულების ბრიგადის“ პირველი პაციენტი ალცჰეიმერით დაავადებული მამაკაცი იყო, რომელიც ლუდის სპაში გადაიყვანეს.
0
0