08/10/2023
15:25
ბადაგონი
იტალიაში, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Mondial des Vins Extrêmes 2023, მეღვინეობა “ბადაგონის” ღვინოები გრანდ ოქროს მედლით და სამი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
გრანდ ოქროს მედალი მოიპოვა - “ბადაგონის” ქვევრის ღვინომ “ალავერდის ტრადიცია” - 2021 მოსავალი;
ოქროს მედლები წილად ხვდათ - “ბადაგონის” ღვინოებს:
“კახური წარჩინებული” - თეთრი მშრალი ღვინო, 2020 მოსავალი;
“მუკუზანი” - წითელი მშრალი ღვინო, 2021 მოსავალი;
ცქრიალა ღვინო “ბადაგონი ბრუტი” - 2022 მოსავალი.
კონკურსი ორგანიზებულია CERVIM-ის (მთიანი რეგიონების მეღვინეობის კვლევითი, საგანმანათლებლო, კოორდინაციისა და შეფასების ცენტრი) მიერ.
აღსანიშნავია, რომ ეს კონკურსი ტარდება OIV-ის (ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია) პატრონაჟით და ავტორიზირებულია იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.
CERVIM-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი რეგიონების ღვინოების წარმოებას, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავიანთი ისტორიით, ტრადიციებითა და უნიკალურობით.
ცნობისთვის, “ბადაგონის” ღვინოები არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.
0
0