12/10/2024
13:12
არჩევნები 2024
ჩვენ არ გამოვრიცხავთ ისეთ უმძიმეს პროვოკაციებსაც კი, რომელიც დაიგეგმა 2016 წელს. მაშინ, არჩევნებამდე სამი დღით ადრე სცადეს გივი თარგამაძის მკვლელობა, ააფეთქეს მისი ავტომობილი. საბედნიეროდ, ეს პროვოკაცია დანაშაულით, დასრულდაi მსხვერპლის გარეშე. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ასეთ პროვოკაციას, ასეთ დანაშაულსაც კი იმის გათვალისწინებით, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არის სრული ისტერიკა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ახლა, ისტერიკაა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიულ ოფისებში და ასეთ პირობებში, ვერავითარი ტიპის და დანაშაულს ვერ გამორიცხავენ.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ ასეთ პროვოკაციას, ასეთ დანაშაულსაც კი იმის გათვალისწინებით, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არის სრული ისტერიკა, მათ აქვთ ზუსტი მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ორ პარტიას აქვს რეალური პერსპექტივა გადალახოს საარჩევნო ბარიერი და მათი შედეგიც არის 20%-ზე ოდნავ მეტი. წარმოიდგინეთ, ამხელა სხვაობაზეა საუბარი, აქეთ არის 60%, იქით არის დაახლოებით 20%. ამ პირობებში საკონსტიტუციო უმრავლესობაც არის აბსოლუტურად რეალური „ქართული ოცნებისთვის“. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი ისტერიკაა ახლა, კოლექტიურ „ნაცმოძრაობის“ პარტიულ ოფისებში. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერავითარი ტიპის და დანაშაულს ვერ გამოვრიცხავთ, ისეთ უმძიმეს დანაშაულსაც კი, როგორიც იქნა ჩადენილი 2016 წელს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე. სხვათა შორის, მსგავსი ტიპის ბრიფინგი მე, ჩავატარე დაახლოებით, ერთი თვის წინ და ერთ-ერთი მაგალითი, რაც გავიხსენე იყო სწორედ თარგამაძის მკვლელობის მცდელობა. საინტერესო და უცნაურია, რომ აქედან ცოტა ხანში, ე.წ. მწვანე საზღვრის გადმოკვეთას ცდილობს სწორედ ის ადამიანი, რომელიც არის ბრალდებული ამ საქმეში. თქვენ წარმოიდგინეთ, უბრალოდ თქვენ თვითონაც გაანალიზეთ, 18 წელი გემუქრება ქვეყანაში, ასეთ რისკზე მიდიხარ და შემოდიხარ „მწვანე საზღვარზე“ , ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ერთადერთი რამ მოხდეს - ხარს შანტაჟის ქვეშ და მორიგი დავალება გაქვს მიღებული. რა თქმა უნდა, ამას დამტკიცება სჭირდება გამოძიების საფუძველზე, მაგრამ ეს ლოგიკური დასკვნები, მე მგონი, ძალიან სამართლიანია და ეფუძნება კონკრეტულ გარემოებას“, - განაცხადა კობახიძემ.
მან უპასუხა კითხვას, ემზადება თუ არა ოპოზიცია არჩევნებისთვის და ასეთ შემთხვევაში, როგორი იქნება მმართველი პარტიის პოლიტიკა.
„ეს ხომ ბუნებრივია?! წარმოიდგინეთ, ამ პერიოდის განმავლობაში ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს 30%-35%, ზოგი 20%-25%-ს ამბობს, ერთმანეთშიც არეულები არიან, როცა იტყუებიან რეიტინგებთან დაკავშირებით, ერთმანეთშიც ვერ ათანხმებენ ამ პროცენტებს. ანუ 20%-დან 35%-მდე მერყეობს, 38% დაგვიწერეს ამას წინათ, ერთ-ერთ კვლევაში. ანუ სადღაც, 20%-დან 40%-მდე მერყეობს, მათი თქმით, ჩვენი რეიტინგი. ატყუებენ 2-3 თვე საკუთარ ამომრჩეველს, საზოგადოებას მთლიანად და რაღაცით ხომ უნდა გაიმართლონ თავი და ერთადერთი არის ის, რომ მათ საუბარი უნდა დაიწყონ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. სინამდვილეში, ეუთო-ოდირმა დაადასტურა ის, რასაც ყველა ვხედავთ, რომ უპრეცედენტოდ მშვიდია გარემო, თავისუფალი და კონკურენტული, პარტიები დარეგისტრირდნენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, რეკლამას ათავსებენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, კამპანიას ატარებენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, წინასაარჩევნო გარემო არის თავიდან ბოლომდე თავისუფალი და კონკურენტული, ყველა თვალსაზრისით არის სამართლიანი გარემო უზრუნველყოფილი“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ასეთ ფონზე ოპოზიციას არაფერი ექნება სათქმელი.
„ასეთ ფონზე, რა თქმა უნდა, არაფერი ექნებათ სათქმელი, თუმცა, როდესაც ატყუებდი საკუთარ ამომრჩეველს, რომ 20%, თუ 40% ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ და უცბად აღმოჩნდება, რომ 60% ჰქონია, იქ, უნდა გახვიდე, რა თქმა უნდა, ქუჩაში, მითუმეტეს, რომ ხარ ისეთი უსინდისო და უპრინციპო პოლიტიკური ძალა, როგორიც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ოთხი პარტიაა, სააკაშვილის პარტია, გვარამიას პარტია, ხაზარაძის პარტია და გახარიას პარტია. არცერთ ამ ადამიანს არ აქვს, ელემენტარულად, შუბლის ძარღვი. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ქუჩაში გასვლა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მოლოდინი", - განაცხადა კობახიძემ.
0
0