ისრაელში საქართველოდან დაავადებული ემბრიონები შეჰქონდათ - რას ამბობს გამოძიება?
20/03/2024
12:21
სამართალი
A-
+A
ისრაელის პოლიცია დაავადებული ემბრიონების საქმეს იძიებს. გამოძიების მტკიცებით ემბრიონები, რომლებიც გენეტიკურ დეფექტს შეიცავდნენ, ისრაელში საქართველოდან შეიტანეს. ამ სკანდალურ საქმეზე თელ-ავივში დააკავეს ორი ექიმი, რომლებიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და რომლებსაც გამოძიება თაღლითობასა და მძიმე დაავადების გავრცელებას ედავება.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან გაგზავნილი ემბრიონები შეიცავდნენ ჰემოფილია B-ის გენს. საკვლევი მასალები მიუნხენის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.
ახლა ისრაელის პოლიცია კვლევას უკვე საქართველოში აწარმოებს.
კლინიკა, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, ბათუმში მდებარეობს და გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ისინი ცოტა ხანში ოფიციალური განცხადების გაკეთებას გეგმავენ.
0
0
280
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%