17/10/2024
18:45
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მოკლეს. თავდაცვის ძალების ცნობით, ისინი მუშაობენ აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად. არსებული ცნობებით, დენტიფიკაცია ამჟამად დნმ-ის ნიმუშით მიმდინარეობს.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, სინვარი ოთხშაბათს ღაზაში ერთ-ერთ შენობაში ისრაელელი სამხედროების მიერ მოკლული სამი ტერორისტიდან სავარაუდოდ ერთ-ერთია.
ამასთან, როგორც სააგნტო „როიტერს“ ორმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტს აცნობეს, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი დიდი ალბათობით მოკლულია. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელს მტრები ვერ დაიმალებიან.
„ჩვენ მათ დავედევნებით და გავანადგურებთ“, – წერს გალანტი.
ცნობისთვის, იაჰია სინვარი დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერად გამოცხადდა თეირნში მისი წიამორბედის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ. მანამდე ის იყო ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამას“ ხელმძღვანელი. სინვარი ისრაელის მიერ ძებნილთა სიაში პირველ ადგილზე იყო. ქვეყნის სეპცსამსახურები მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ის იყო ისრაელის დასახლებებზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვისა და აღსრულების ორგანიზატორი.
სინვარი სამხრეთ ღაზაში ხან იუნისის ლტოლვილთა ბანაკში 1962 წლს დაიბადა. მან ცხოვრების დიდი აწილი ისრაელის ციხეში გაატარა. 1988 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. იაჰია სინვარი იყო 1027 პალესტინელ პატიმარს შორის, რომლებიც ისრაელმა „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილ ისრაელელ სამხედროზე გილად შალიტზე 2011 წელს გაცვალა.
0
0