15/11/2022
22:15
სამართალი
ისრაელის საელჩო საქართველოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გატარებული პრევენციული ღონისძიებებისთვის მადლობას უხდის.
შესაბამისი განცხადება დიპლომატიურმა მისიამ დღეს გაავრცელა.
"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებაში აღნიშნულ პრევენციულ ღონისძიებთან დაკავშირებით, რომელთა შედეგად აღკვეთილ იქნა ისრაელის მოქალაქეზე თავდასხმა,
ისრაელის საელჩოს სურს მადლობა გადაუხადოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათი პროფესიონალური და მტკიცე ძალისხმევისთვის, რათა უზრუნველეყოთ ისრაელის მოქალაქის უსაფრთხოება.
ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ აგრძელებს ირანი თავის მავნე, დამღუპველ საქმიანობას და ტერორისტული თავდასხმების მცდელობებს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, ახლა უკვე საქართველოშიც.
ჩვენ გულითადად ვაფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოქმედებებს", წერია ისრაელის საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღიკვეთა. უწყების ცნობითვე, დაკავებულნი არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024