16/10/2024
21:45
მსოფლიო
ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთში ქალაქ ქანას დაბომბვას სულ მცირე ათი ადამიანი ემსხვერპლა, 54 კი დაშავდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მოკლულია „ჰეზბოლას“ კაფრ ქანას რაიონის მეთაური ჯალალ მუსტაფა ჰარირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული მოქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
ექვსამდე გაიზარდა ქალაქ ნაბათიეს დაბომბვის შედეგად მსხვერპლის რიცხვი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 43 ადამიანი დაშავდა. მსხვერპლთა შორის არის ქალაქ ნაბათიეს მერიც. სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ლიბანში საერთო ჯამში 2 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 11 ათასზე მეტი კი დაშავდა.
დღეს ლიბანიდან ისრაელის მიმართულებთ 30-მდე რაკეტა გაუშვეს. რაკეტების ნამსხვრევებით ისრაელის ჩრდილოეთში ოთხი ადამიანი დაშავდა.
ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება ღაზის სექტორშიც. გასული დღის განმავლობაში საომარ მოქმედებებს არაბულ ანკლავში 65 ადამიანი ემსხვერპლა, 140 კი დაშავდა.
0
0