ისრაელის იერიშის შედეგად ლიბანში დაღუპულთა რიცხვი 182-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 727 ადამიანი - ლიბანის ჯანდაცვა
23/09/2024
17:49
მსოფლიო
A-
+A
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 182-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 727 ადამიანი.
სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა და დაჭრილთა შორის არიან ქალები, ბავშვები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დღეს დილით ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 300-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.
ისრაელის თავდაცვის ძალები ბექააში, „ჰეზბოლას“ სტრატეგიული იარაღის სამალავებზე თავდასხმისთვის ემზადებიან. ქვეყნის თავდაცვის ძალები ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სასწრაფოდ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.
0
0
35
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%