21/11/2022
14:21
სამართალი
თელ-ავივის ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც თავს “მართლმადიდებელ ებრაელად” წარმოაჩენდნენ.
ქალები მესაზღვრეებმა აეროპორტში გასულ შაბათს გამთენიისას დააკავეს, - იუწყება პორტალი «Вести Израиль».
ერთი მათგანი 41 წლისაა, მეორე - 59. გარეგნულად დაკავებულები მართლმადიდებლური თემის ქალებს ჰგავდნენ, მათნაირ ტანისამოსში ჩაცმულნი და თავზე ხილაბანდები ეხურათ, წერს გამოცემა.
სასაზღვრო კონტროლის ოფიცრებს ეჭვი იმის გამო გაუჩნდათ, რომ მართლმადიდებელი ებრაელები - ჰარედიმები შაბათის დადგომის შემდეგ არ დაფრინავენ. აღსანიშნავია, რო შაბათი მართლმადიდებელი ებრაელებისთვის წმინდა დღეა და მისი შებღალვა რელიგიური წესების სერიოზულ დარღვევად ითვლება.
საბუთების დაზუსტებისა და გადამოწმების შემდეგ, ქალებს ისრაელში შესვლა აეკრძალათ და ისინი საქართველოში დააბრუნეს.
ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვრის კონტროლის გვერდის ავლით, ქვეყანაში ტურისტული ვიზით შესვლას ცდილობენ.
0
0