04/10/2024
15:14
მსოფლიო
როგორც ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, ისრაელი "დიდხანს ვერ იარსებებს". ხამენეიმ თეირანის მეჩეთში შეკრებილ ათიათასობით მხარდამჭერს სიტყვით მიმართა.
„ისრაელი „ჰამასს“ ან „ჰეზბოლას“ ვერ დაამარცხებს. სეიედ ჰასან ნასრალა [ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფების „ჰეზბოლას“ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც, ბეირუთში, გასულ კვირას, ისრაელის საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა] ჩვენთან აღარ არის, მაგრამ მისი სული და გზა სამუდამოდ დარჩება ჩვენს შთაგონებად. ის სიონისტური მტრის წინააღმდეგ აღმართული „ძლევამოსილი დროშა“ იყო. ნასრალას დაღუპვა უშედეგო არ არის. მტერს წინ უნდა აღვუდგეთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი რწმენა.
ყველა მუსლიმის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, დაეხმაროს ლიბანელებს და მხარი დაუჭიროს ლიბანის ჯიჰადს და ალ-აქსას მეჩეთისთვის ბრძოლას. 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმებს სწორ ნაბიჯად ვაფასებ. ვერცერთი საერთაშორისო კანონით ვერ გაპროტესტდება ოკუპაციის წინააღმდეგ ლიბანელებისა და პალესტინელების გაერთიანება. ისრაელი შეერთებული შტატებისთვის იარაღია რეგიონის ყველა მიწასა და რესურსზე კონტროლის ასაღებად. ეჭვგარეშეა, რომ სიონისტები და ამერიკელები ოცნებობენ ამაზე. სიონისტური რეჟიმი ამოიძირკვება მიწიდან, რადგან მას არ აქვს ფესვები და ყალბი და არასტაბილურია. ის მხოლოდ ამერიკის მხარდაჭერის წყალობით არსებობს“, - განუცხადა ხამენეიმ შეკრებილებს.
0
0