17/08/2022
14:36
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ აგვისტოს დასაწყისში, ღაზას სასაფლაოზე ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ხუთი პალესტინელი ბავშვი დაიღუპა. ახალი ანგარიში ეწინააღმდეგება მაღალჩინოსნების მიერ ადგილობრივ მედიასთან გაკეთებულ წინა განცხადებებს.
როგორც ისრაელის თავდაცვის რამდენიმე წყარომ გაზეთ Haaretz-ს განუცხადა, 6-8 აგვისტოს ისრაელის სამდღიანი თავდასხმის სამიზნე ისლამური ჯიჰადის მებრძოლების ჯგუფი იყო.
ისრაელის სამხედროებმა ცალკეულ ინციდენტში (რომელიც სასაფლაოზე თავდასხმის წინა დღეს მოხდა) ისლამური ჯიჰადის მებრძოლები დაადანაშაულეს - ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში აფეთქებას რვა ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ემსხვერპლა.
სამდღიანი თავდასხმის დროს დაღუპულ 49 პალესტინელს შორის სულ 17 ბავშვი იყო; თავდასხმას ისრაელმა ისლამური ჯიჰადის ლიდერის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე "პრევენციული ოპერაციის ჩატარება" უწოდა.
Defence for Children International-ის მიერ შედგენილი მონაცემების მიხედვით, 2000 წლიდან ე.ი. მეორე ინტიფადას დაწყების შემდეგ ისრაელის სამხედროებმა და ისრაელელმა ჩამოსახლებულებმა პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სულ მცირე, 2200 ბავშვი დახოცეს.
0
0