16/10/2024
15:07
მსოფლიო
ისლანდიაში საპარლამენტო არჩევნები 30 ნოემბერს გაიმართება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბჟარნი ბენედიქსონის განცხადებით, „სამპარტიული კოალიციური მთავრობა დაიშალა.“
„მემარჯვენე დამოუკიდებლობის პარტია, მემარჯვენე ცენტრისტული პროგრესული პარტია და მემარცხენე მწვანეთა კოალიცია იმ უთანხმოების გამო დაიშალა, რომელიც თავშესაფრის მოთხოვნის უფლების პოლიტიკასა და ენერგოეფექტურობას ეხება,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბჟარნი ბენედიქსონმა.
ბჟარნი ბენედიქსონი, რომელიც დამოუკიდებლობის პარტიას ხელმძღვანელობს, პრემიერ-მინისტრად აპრილში მეორე ვადით დაინიშნა. ბენედიქსონმა კატრინ იაკობსდოტირი შეცვალა მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ გადადგებოდა და საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს.
თუმცა, საბოლოოდ, საპრეზიდენტო არჩევნებში ბიზნესმენმა ჰალა ტომასდოტირმა გაიმარჯვა.
როგორც Reuters-ი წერს, ისლანდია გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდა ბოლოდროინდელი ვულკანური ამოფრქვევის შემდეგ, რის გამოც ათასობით ადამიანმა სახლი იძულებით დატოვა, ასევე დაზარალდა ეკონომიკა, რომელიც ინფლაციის მაღალი მაჩვენებლითა და მაღალი საპროცენტო განაკვეთებით გამოწვეული პრობლემების წინაშე დგას.
0
0